გიგი თევზაძე. რატომ გწამს ღმერთი

1
0

პირველი და მთავარი, რაც უნდა იცოდე, როდესაც ამ პატარა ტექსტის კითხვას იწყებ, არის ის, რომ მე არ ვაპირებ დაგიმტკიცო, რომ ღმერთი არსებობს, ან, რომ ის არ არსებობს. ჯერ ერთი, ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგანაც ღმერთის არსებობა/არარსებობა რწმენის და შეხედულებების საქმეა, მეორეც, ღმერთის არსებობა/არარსებობის არგუმენტები არ მჭირდება იმ საკითხის შესახებ სალაპარაკოდ, რომელიც სათაურშია გამოტანილი.

 

ვფიქრობ, კითხვა, რომელიც ინტელექტუალების უმეტესობას აწუხებს, როგორც მორწმუნეს, ასევე ურწმუნოს, შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბო: რატომ არის, რომ კაცობრიობის უმეტესობას, როგორც ისტორიულად, ასევე, დღესაც, სწამს ღმერთი? და, შესაბამისად, რატომაა, რომ ღმერთის, ზებუნებრივი ძალის, არსებობის დაჯერება ადვილია, ხოლო ამ ძალის არსებობის უარყოფა – ძალიან ძნელი? სხვანაირად რომ ვთქვა, რატომაა, რომ ღმერთის არსებობის უარყოფა რთული საქმეა, ხოლო ღმერთის არსებობის დაჯერება – ადვილი?

 

გაგრძელება იხილე აქ: რატომ გწამს ღმერთი

Share this Post!
0 Comment