ზღვაოსნობა ძველ საქართველოში. საბჭოთა კავშირის წინაამღდეგ. რეპრესირებული იდენტობა.

4
0

ქართველების ზღვასთან გაუცხოება საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ზღვაში გასვლის აკრძალვა, ზღვასთან მისასვლელების ჩაკეტვა, ინტელიგენციის დარაზმვა “ანტი-ზღვის” არგუმენტების მოსაფიქრებლად, ისტორიის წიგნებში ზღვის თემის იგნორირება – ესაა ის საზღვრები, რომლებშიც ეს პროექტი მიმოიქცეოდა, არა მარტო საქართველოში, არამედ, ბალტიის ქვეყნებშიც, უკრაინაშიც და აზერბაიჯანშიც. ეს პროექტი იმდენად ძლიერია, რომ დღესაც გაიგონებ, აქა-იქ, რომ “ზღვაში როგორ შევიდოდით, ‘ზღვა’ და ‘ზღვარი’ ხომ ერთი ძირისაა”, “არ გვაქვს თევზის კერძები”, “სახლებს ზღვისკენ უკანა მხარით აშენებენ” და ა.შ.  “ანტი-ზღვის პროექტის” გავლენა იმდენად დიდია, რომ მისი ადეპტების უმრავლესობას, ანტი-ზღვური არგუმენტები საკუთარი ინტელექტუალური მიღწევა ჰგონია.  სხვათა შორის, ეს არ იყო რუსეთის იმპერიის პროექტი, ამ პროექტის ყველა სააავტორო უფლება სუსურუკუს ეკუთვნის.

 

თამაზ ბერიძის (1937-2012) წიგნი “ზღვაოსნობა ძველ საქართველოში” 1981 წელს გამოიცა. გამოიცა არა მეცნიერებათა აკადემიის ან თსუ გამომცემლობაში, არამედ, საყმაწვილო გამომცემლობა “ნაკადულში”, როგორც სახალისო ამბების კრებული. არ ვიცი, პირდაპირი აკრძალვა იყო მიზეზი, თუ აკადემიური გამომცემლობების დირექტორების თავებში მყარად იყო ჩაბეჭდილი “ანტი-ზღვის პროექტი”.

 

ამ წიგნის წაკითხვა შეგიყვანთ საქართველოს რეპრესირებული ისტორიის სივრცეში. საბჭოთა კავშირი მხოლოდ ადამიანების რეპრესირებას არ ახდენდა. ისევე, როგორც ადამიანების რეპრესია, ისტორიის რეპრესიაც შორს მიმავალ და ძნელად დასაძლევ შედეგებს იძლევა. ამ წიგნს რომ წაიკითხავთ, მიხვდებით, თუ რამდენად რეპრესირებული ისტორიის და შესაბამისად, რეპრესირებული იდენტობის გარემოში გვიწევს ცხოვრება.

წიგნი ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან:

https://www.academia.edu/34595065/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96_%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94._%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90_%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98._%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98_1981.pdf

 

 

Share this Post!
0 Comment