ლაშა ბაქრაძე. ალექსანდრე აბხაზი (მანგლისი,1893–ვისბადენი, 1957)  –  კინომრეწველობის პირველი სტატისტიკოსი. 03.12.2009 azrebi.ge

0
0

1925 წელს გერმანიაში გამოიცა წიგნი „ფილმი ციფრებსა და რიცხვებში“ (Der FIlm in Ziffern und Zahlen), რომელსაც იმთავითვე სპეციალისტებისა და პრესის  დიდი ყურადღება ხვდა წილად. am naSroms kinos mkvlevarni დღესაც  გვერდს ვერ უვლიan. იმავე ავტორის – ალექსანდრე იაზონის – წიგნების „კინომრეწველობის ცნობარი“ (Handbuch der Filmwirtschaft) 3 ტომი (ბერლინი, 1929, 1931, 1932), „კინოს ცნობარი“ (Handbuch des Films), რომელიც მე–4 ტომად ითვლება (ბერლინი, 1935) და „კინოწარმოება გერმანიაში 1935–1939“ (Das Filmschaffen in Deutschland 1935-1939), (ხელნაწერის სახით, 2 ტომი, ბერლინი, 1940)  ციტირება ხშირია ლიტერატურაში. გერმანიის ყველაზე გავლენიანი კინოჟურნალი „Filmkurier” (N.139, 4.11.1943) სტატიაში „კინოს სტატისტიკოსი – დოქტორი ა. იაზონი 50 წლისაა,“ წერდა: „ამავე დროს ოცი წელია რაც ის კინოსტატისტიკაში მუშაობს. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა: რომ მან კინომრეწველობის ეს დარგი არაფრიდან დაარსა. დრ. იაზონი კინოსტატისტიკის, რომელიც კინომრეწველობის მნიშვნელოვან დამხმარედ იქცა, ჩამოყალიბებას ისეთი ენერგიით შეუდგა, რომ მათ, ვისაც ეს დარგი, განსაკუთრებით საწყის წლებში, ძალიან შორეულად მიაჩნდათ, ამ სამუშაოს აზრი ვერც გაიგეს. …დღეს ამ სამუშაოს ფასი, რომელიც მისი ცხოვრების მთავარ ქმნილებად შეიძლება ჩაითვალოს, ეჭვგარეშეა და საზოგადოდ აღიარებულია.“

ზემოხსენებული წიგნებისა და 500–ზე მეტი საგაზეთო თუ საჟურნალო სტატიის ავტორის ნამდვილი გვარია აბხაზი.[i] მისივე ხელით 1938 წელს მწერლობის საიმპერიო პალატისათვის (Reichsschrifttumkammer – საბჭოური მწერალთა კავშირის მსგავსი ორგანიზაცია) დაწერილი ბიოგრაფიიდან[ii] ირკვევა, რომ მაs ფსევდონიმი იაზონი ბიძამისის, გენერალი კოტე აფხაზის, თბილისი გუბერნიის თავადაზნაურობის ბოლო მარშლისa და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებული მებრძოლის, ბოლშევიკების მიერ დახვრეტის შემდეგ აუღია, რათა სამშობლოში დარჩენილი ნათესავებისთვის კიდევ უფრო არ გაერთულებინა ცხოვრება. ის კოტეს (კონსტანტინეს) ძმის, გიორგი აბხაზის მესამე ვაჟია. კოტე და გიორგი კი ილია ჭავჭავაძის დისწულები არიან. დედა – ალექსანდრა მურომცევა, რუსულ–გერმანული არისტოკრატიის წარმომადგენელია, დედის მხრივ ფონ ბენკენდორფების შთამომავალი.

ალექსანდრე 1910 წლამდე მანგლისის მამულში იზრდებოდა. 1910–1913 წლებში თბილისის მე–5 ჰუმანიტარულ გიმნაზიაSი სწავლობდა, 1913–1917 წლებში ki იურისპრუდენციას swavlobda მოსკოვის უნივერსიტეტში, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1917 წელს სწავლობdა პეტერბურგში კონსტანტინეს არტილერიის სკოლაში. 1918 წელს საქართველოს არტილერიის ლეიტენანტობა მიენიჭა. 1918–1920 წლებში აზერბეიჯანში საქართველოს საელჩოს დაზვერვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1920 წლის მაისში, იმ დროს, როcა აზერბaიჯანი რუსეთის წითელma არმიam დაიპყრო, ჩეკას ჩაუვარდა ხელში. გათავისუფლებულ იქნა რუსეთსა საქართველოს შორის სამშვიდო ხელშეკრულების დადების შედეგად. 1920 წლის აგვისტოში არტილერიის კაპიტნის წოდება მიენიჭა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ადიუტანტად დაინიშნა. 1921 წლის მარტამდე პარიზში, ევროპაში საქართველოს სამხედრო ატაშეს მოადგილე იყო. მარტიდან ოქტომbრამდე რომში ცხოვრობდა, ოქტომბრიდან ბერლინში. 1922 წელს ვისბადენში ცოლად შეირთო ნინო ჭავჭავაძე, რომელიც იმავე წლის ოქტობერში გარდაიცვალა. 1924 წლიდან წერს ფსევდონიმით „იაზონი“. 1925 წელს „გერმანელ კინოთეატრების მფლობელთა საიმპერიო კავშირთან“ დაარსა სტატისტიკური ბიურო“, რომელიც უსახსრობის გამო წლის ბოლოს დაიხურა. 1926 წელს დაარსა სტატისტიკური ბიურო „გერმანიის კინოგამქირავებელთა ცენტრალურ კავშირთან“, რომელმაც ალექსანდრე აფხაზი 1927 წელს იგივე უსახსრობის მომიზეზებით დაითხოვა. 1926 წელს ცოლად მოიყვანა მართა კუნი (შვილები არ ყოლია). 1926 წელს ის მონაწილეობას იღებდა, როგორც გერმანიის დელეგაციის წევრი, კინოს პირველ საერთაშორისო კონგრესზე პარიზში, სადაც წარადგინა მემორანდუმი „საერთაშორისო სტატისტიკური ბიურო, როგორც ძირეული პირობა წარმატებული თანაშრომლობისათვის“, რომელიც ერთხმად იქნა მოწონებული თითქმის 20 სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ. მას შემდეგ, რაც მისი თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ვერ შედგა, დამოუკიდებლად განაგრძო კინოსტატისტიკაზე მუშაობა და სტატიების გამოქვეყნება 20–ზე მეტ ჟურნალ–გაზეთში, გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ. 1937 წლიდან კონიუნქტურის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელია. „ფილმკურიერის“ ზემოთ მოყვაnილი საიუბილეო სტატიიდან და სხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე იაზონი ამ ინსტიტუტის, რომელსაც შემდეგში ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტი ეწოდა, კინოს რეფერატის (განყოფილების) დამაარსებელი და ხელმძღვანელი ყოფილა.

ალექსანდრე აბხაზმა (იაზონმა) პირველმა მიაპყრო ყურადღება, რა კავშირი იყო მოსახლეობის რაოდენობასა და კინოთეატრების რაოდენობას, კინოთეატრებში ადგილეობის რაოდენობას და მათში ადგილების კატეგორიებს შორის, კინომაყურებელთა რაოდენობის, ბაჟის, გადასახადებისა და ფასების განვითარებას, კინოპროდუქციასა და გაქირავებაში მომუშავე პერსონალის პროფესიულ და რიცხობრივ განვითარებას, კინოში დასაქმებულ ხელოვანთა და მუშაკთა კატეგორიებს და ა.შ. მან 1895 წლიდან მოყოლებული კინობაზრის შესწავლა დაიწყო, კინოინდუსტრიის ადგილი და როლი საერთო ეკონომიკაში განსაზღვრა, შეადარა სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები. მისმა კვლევებმა მეცნიერული საფუძველი დაუდო  კინოს, როგორც მეურნეობის დარგის შესწავლას. მაგრამ, გარდა ამისა, ალექსანდრე აბხაზი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქართული ემიგრაციისა და განსაკუთრებით გერმანიის ქართული სათვისტომოს ცხოვრებაში, რომლის ისტორიის მცირე მიმოხილვა, ვფიქრობ, არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული.

 

„ქართველ მოქალაქეთა საზოგადოება გერმანიაში“ (Gesellschaft Georgischer Buerger in Deutschland e.V) 1922 წლის 22 ოქტომბერს გატარდა ბერლინ–შარლოტენბურგში რეგისტრაციაში.

პირველი კრება ალექსანდრე კორძაიას თავჯდომარეობით ჩატარდა 1922 წლის 13 ივლისს.

1922 წლის ივლისიდან 1924 წლის ივლისამდე საზოგადოების თავmჯდომარე იყო saqarTvelos demokratiuli respublikis finansTa da vaWrob-mrewvelobis ყოფილი მინისტრი გიორგი ჟურული.

1924–1928 wlebSi _ გიორგი კერესელიძე (1927 წლის დეკემბერში ახლიდან არჩეული, 1928 წლის თებერვალში გადადგა).

1928–1929 wlebSi _ დრ. სიმონ გეგელაშვილი.

1929–1931 wlebSi _ მიხეილ წულუკიძე.

1931–1932 wlebSi _ ისევ სიმონ გეგელაშვილი.

1933–1934 wlebSi _ რომან mკურნალი.

1934–1935 wlebSi _ გრიგოლ დიასამიძე.

1935 წლის 16 აგვისტოს კრებაზე, რომელიც რესტორან ჰეფტერში, ვიტტენბერგის მოედანზე ჩატარდა, საზოგადოების თავmჯდომარედ ალექსანდრე აბხაზი იქნა არჩეული. კრებას ესწრებოდა ამ საზოგადოების დაახლოებით 75%, rac 1936 წლის კრების მონაწილეთა სიის მიხედვით, სულ 24 ადამიანs შეადგენდა. ასე რომ, ამ პერიოდში საზოგადოების წევრთა რიცხვი 30–35-s არ აღემატებოდა. საფიქრებელია, რომ ნაცისტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამდე წევრების რაოდენობა ოდნავ მეტი იქნებოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ხელთ არ გვაქვს.

ნაციზმის დროს უცხოელებთან მიმართებაში კანონდებლობა შეიცვალა და მათი საქმიანობა უფრო მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა. 1937 წელს საზოგადოებას სახელი გადაარქვეს და ქართველთა ახალშენი გერმანიაში (Georgische Kolonie in Deutschland e.V, როგორც ჩანს, შეცდომით ახალშენის სატიტულო ფურცელზე ქართველი (!) ახალშენი წერია) ეწოდა.

ამ დროს სათვისტომოში დაპირისპირება სხვადასხვა ჯგუფებს შორის იზრდება.

1938 წელს axalSenis თავჯდომარე ავლიპი კიზირიას ნაცვლად ინჟინერი ვალერიან ტოგონიძე აირჩიეს. მაგრამ პრობლემები ადრე დაიწყო: კიზირიასთან ერთად არჩეული ხელმძღვანელობა – ლეონიდე ჭეიშვილი (მოადგილე), ალექსანდრე კორძაია, გიორგი საჯაია, ივანე ღოღნიაშვილი, აკაკი პაპავა საიდუმლო სახელმწიფო პოლიციამ (გესტაპო) მაშინვე დაიწუნა და გადააყენა. გესტაპოს მიერ დამტკიცებული ავლიპი კიზირია 1938 წლის თებერვლიდან 1939 წლის თებერვლამდე მარტო მართავდა ახალშენის საქმეებს. 1939 წლის კრებაზე სათვისტომოს ახალი დებულება დამტკიცდა და არჩეული თავmჯდომარის უფლებამოსილება სამი წლით გაიზარდა (საპატიო თანათავmჯდომარედ გრიგოლ რობაქიძე აირჩიეს). ახალი დებულების მიხედვით, თავmჯდომარე ირჩევდა თავის მოადგილეს და არა კრება. მოადგილედ დანიშნულi ვალერიან ტოგონიძiს თავჯდომარეობიდან გადადგომის შემდეგ, 1940 წლის სექტემბერში, ავლიპი კიზირიამ მას ახალშენის ხელმძღვანელობა ჩააბარა საერთო კრებამდე. 1940 წლის ნოემბერში კიზირია გარდაიცვაla. 1941 წლის 26 იანვრის კრებაზე დებულების საწინააღმდეგოდ, რომელიც ახალი წევრების სრულუფლებიანობას 4 კვირის შემდეგ ითვალისწინებდა, კრებამ 20 ახალ წევრს (რომლებიც, როგორც აბხაზის წერილიდან ჩანს, გერმანიის მიერ ახლად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იყვნენ) მაშინვე დაუმტკიცა ხმის მიცემის უფლება. ამის გამო არჩევნების შედეგები ალექსანდრე აბხაზის ხელმძღვანელობით ზოგიერთmა ძველმა წევრმა გააპროტესტა და ტოგონიძეს უნდობლობა გამოუცხადა. ბერლინის სასამართლოს მოთხოვნაზე, აეხსნა საქმის ვითარება, ტოგონიძემ განაცხადა, რომ „ჯგუფმა აბხაზი და კომპანია“ არასწორად მიაწოდა მათ ინფორმაცია, მაგრამ მას ახალი არჩევნების დანიშვნა მაიnც მოუხდა, რომლის ჩატარებაც სპეციალურად შექმნილ კომისიას დაევალა. კომისიაში ვლადიმერ (ლადო) ახმეტელიც (საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი გერმანიაში, odesRac სოციალ–დემოკრატი) შედიოდა. igi saTaveSi edga კავკასიელ ლტოლვილთა საmმართველოს (Vertauensstelle fuer Kaukasische Fluechtlinge), რომელიც 1938 წლის 1 სექტემბერს ქართული ოფისის (Georgisches Buero) საფუძველზე და მისი უფლებამოსილებების გაფართოების შემდეგ შექმნა ნაცისტურმა ხელისუფლებამ. კავკასიური სამართველოს (Kaukasische Vertrauensstelle, შემოკლებით ასეც ამბობდნენ), ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე აბხაზი იყო.

1941 წლის 29 ივნისს, საბჭოთა კავშირ–გერმანიaს შორის ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში, 39 ხმით, 27–ის წინააღმდეგ (9-m თავი შეიკავა), ახალშენის თავჯდომარედ ტიტე მარგველაშვილი აირჩიეს. ბოლო კრების ოქმი, რომელიც ბერლინის ლანდეს (მიწის) არქივშია[iii] შემონახული, 1942 წლის 25 თებერვლით თარიღდება. ტიტე მარგველაშვილი ქართული სათვისტომოს ბოლო თავmჯდომარე იყო ნაცისტურ პერიოდში.

ალექსანდრე აბხაზი ომის შემდგომ საზოგადოებრივ ცხოვრებას და კინოს ჩამოსცილდა. Allgemeine Statistisches Archiv–ში (Bd.42, 1958) გამოქვეყნებული ალექსანდრე იაზონის ნეკროლოგის ავტორი დოქტორი გუსტავ ლუკე მწუხარებით აღნიშნავს, რომ 1945 წლის შემდეგ იაზონი Tavisi მნიშვნელობის   შესაბამისად კინომრეწველობამ არ დააფასა და საქმეში არ ჩართო.

ამის მიზეზი ალბათ ალექსანდრე აბხაზის სიახლოვე იყო ნაცისტურ წრეებთან და მისი რამდენიმე სტატია, რომlebიც აშკარად ანტისემიტურ ხასიათს ატარებდა, მაგ.: „კინო ებრაული ძალაუფლებლების ქვეშ“ (Der Film unter juedischer Herrschaft, Sonderdruck aus: Sueddeutsche Monatshefte, Heft 4, Januar 1936).

სამწუხაროდ, ალექსანდრე იაზონის ღვაწლი კინოში დავიწყებულია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ნეკროლოგშია აღნიშნული, „თუ აგერ უკვე სამი ათეული წლის განმავლობაში კინოს და მისი სამყაროს  შესახებ სტატისტიკური მიმოხილვა არსებობს, ამას ძირითადად იაზონის დაუღალავ შრომას უნდა ვუმადლოდეთ.“ არც ალექსანდრე აბხაზის სამშობლოში ვიცით მეტი მის შესახებ.

 

I პირველად ალექსანდრე აბხაზის შესახებ დაწერა აკაკი ბაქრაძემ („საბუთები გრიგოლ რობაქიძის შესახებ“, გაზეთი „კავკასიონი,“ 77, 4.05. 1996)

IIBerlin Document Center (BDC), Personalakten der Reichskulturkammer, 1994 წლიდან Bundesarchiv

IIILandesarchiv Berlin, Rep. 42, Acc. 2147, Nr. 27463, Georgische Kolonie in Deutschland (vorm. Gesellschaft georgischer Bürger in Deutschland)- [Geschäftszeichen: 581 V.R. 8404] ქართული სათვისტომოს შესახებ ყველა აქ მოყვანილი მონაცემი ამ საქმიდანაა ამოკრეფილი.

 

Share this Post!

Post by ADMIN

0 Comment