შენიშვნა: ამ რომანმა მიიღო მონაწილეობა ილიას უნივესრიტეტის კონკურსში – ,,წლის საუკეთესო რომანი“ (2013-2014), რომლის ჟიურის წევრებიც იყვნენ სახელოვანი ქართველი მეცნიერები – გიგი თევზაძე, ნოდარ ლადარია, თათა ცოფურაშვილი და დამატებით, დაფარული სათნოებების ახალგაზრდა ქართველი მანდილოსანი მაშო… რაღა თქმა უნდა, გამარჯვება ცოცხალ კლასიკოსებს ერგოთ, ხოლო ჩემთვის ასეთ კონკურში მონაწილეობაც კი, როგორც ცხონებული პიერ დე კუბერტენი იტყოდა, დიდი პატივია და მე ის მერგო!
* * *
გაბოია-,,შტერმა” მამაოს მეუღლეს, როგორც ვთქვი – ევა შეარქვა. იგი პირველიც იყო და ცბიერიც. ,,ბალზაკის ასაკს” მიღწეული, თითქოს უწყინარი ქალი გახლდათ ეკლესიაში მრევლის, ფულის და მამაოს ჭეშმარიტი განმკარგველ-მბრძანებელი. დანარჩენი: ღვთისმსახურება, ღრიალი, ,,შალაბანები”, პანღურები და მლიქვნელობა – მღვდელს ჰქონდა მიბარებული.
…ერთხელ იოანე მოციქულის ,,გამოცხადებაში” დაკარგულმა, ევას რაღაც ვკითხე. მისი მყისიერი პასუხი ასე ჟღრერდა: ,,რად გინდა, რას ეძებ? რა შენი საქმეა? მოეშვი, დაბრკოლდები!”. როგორც შემდეგ გავარკვიე, ,,ფარაონის” მეუღლემ ძველის წაუკითხავად, არმაგედონის და მისთვის მზადების საკუთარი მწყობრი სქემა შეიმუშავა. ,,ფარაონშა”, შეუვალი ,,მართლობის” გამო, არ ხმარობდა არც სარეცხ ფხვნილ ,,Taid”-ს, არც შამპუნ ,, Head and Sholders”-ს და არც კბილებს იხეხავდა ,, Blend-a-Med”-ით. ყველაფრისთვის – სარეცხად, შამპუნის მაგიერ და, თქვენ წარმოიდგინეთ კბილების საწმენდადაც კი – იგი ერთლარიან რუსულ მისტიურ ფხვნილ ,,Миф”-ს ამჯობინებდა ,,И” ყვარობდა (იგი მშობლებით ნახევრად რუსი იყო).
ჩამოთვლილ საშიშ პროდუქციას, ასევე საშინელი და იდუმალებით მოცული ფირმა ,,პროქტერ ანდ გემბელი” აწარმოებდა. ეს უკანასკნელი კი მასონების ხელში გახლდათ და მათ მთავარ ფინანსურ დასაყრდენს წარმოადგენდა. ასე ეწერა გამოჩენილი რუსი ღვთისმტეყველის – პროკოფი გემბელოვის შავყდიან, დაფლეთილ წიგნში. რკინისებური, გაქვავებული და მტკიცე ლოგიკით ყოველივე ჩამოთვლილისგან გამომდინარეობდა შემდეგი: თუ ამ ფხვნილ-შამპუნ-პასტას შეიძენ, შენ ნებსით თუ უნებლიედ ამდიდრებ შორეულ ალაბამის შტატში მოკალათებულ ჯორჯტაუნელ მასონებს (სინამდვილეში, შტატი და ქალაქი არავინ უწყოდა, პროკოფი გემბელოვის გარდა). ,,რკინის ლედის” ბაბილონშიც კი არ ასვენებდა ამერიკელი მასონების ბედ-იღბალი და მათი ჭუჭყიანი მილიონები. ,,ფარაონშა’’, ნიუ-ბაბილონის ეპარქიიდან ებრძოდა მსოფლიო მასონიზმის ფინანსურ ძლიერებას, მათ კი ამაზე არაფერი იცოდნენ, საწყლებმა! დაახლოებითი გამოთვლებით, ჯორჯტაუნელი მასონები ,,ფარაონშა დედოფლის’’ ბრძოლის შედეგად, 6.666.666 წლის შემდეგ უნდა გაკოტრებულიყვნენ. ,,ასეც მოხდაო …” – დაწერს მომავლის ისტორიკოსი. აქსიოს ,,დედა-დედოფალო’’, აქსიოს!
თუ გავითვალისწინებთ, რომ ,,ფარაონის” მეუღლემ თავისი დესპოტური დიქტატის ქვეშ რამდენიმე, ასევე მტკიცე და მასავით მოუდრეკელი ,,მართლმორწმუნე” შემოიერთა, მსოფლიო მასონიზმის კრახი მოახლოვებული და გარდაუვალი რამ გახლავთ. ასეთი მძაფრი, მაგრამ ერთი შეხედვით უსისხლო იყო ,,დედა-დედოფლის’’ ბრძოლა, მისი სასტიკი მეთოდები! დედოფალი ფრიად მგრძნობიარე შეიქნა ცოდვისადმი და ხშირ აღსარებაში, ქალიშვილობისას, სულ ერთხელ ნახმარ, უნებლიედ გამოყენებულ ,, Taid”-ს მისტიროდა. ,,არ ცოდნა, არ ცოდვაა”. ჩვენც მივუტევოთ მას.
რატომ ვეძახი ვითომ ,,დედა-დედოფალს’’? როგორც ქრისტიან ,,მართლმორწმუნეს”, ქალბატონს დამატებით ერთი დიადი თემა არ ასვენებდა. ეს გახლდათ დიდი ტკივილი, შეიძლება ითქვას, ღია სისხლმდენი ჭრილობა ბრიტანეთ-ინგლისის დაძირვისა და ამერიკის ჩქარი გაქრობის გამო!
ზრდასრული თეთრი, ფუნთუშასავით მადის მომგვრელი, თავწაკრული ქალი გამუდმებით ტელეამბებს გახლდათ მიჯაჭვული. საქმე ასე გამოიყურებოდა: საქართველო ,,მალე” უნდა გაბრყინებულიყო – ,,სულ მალე!”, როგორც კი მორიგი მიტინგი – რევოლუციის ციკლი ჩაივლიდა. ამ გარდაუვალ გაბრწყინებას, უცილობლივ, რკინისებრი და ადვილად მისახვედრი ლოგიკით, ინგლის-ბრიტანეთყოფილის, ჰოლანდიის და ნახევარი საფრანგეთის დაძირვა უნდა მოჰყოლოდა. ამ ორ ურთიერთშეთანხმებულ აქტს – გაბრწყინება-დაძირვას, ამერიკის (,,აშშ”-ს!) ვულკანურ-მაგმური დაწვა-დანგრევა წინ უსწრებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ,,დედა-დედოფლის’’ თავში არსებულ აპოკალიფტურ სიძულვილში, რომელიც ასე დისონირებდა მის მთვარესავით მრგვალ, კეთილგანწყობილ სახესთან, დოლარის გაქრობა-გაცამტვერება გახლდათ. შიზოიდური ,,ფიქს-იდეა” ასე ჟღერდა: დოლარი, თავისი მასონური თვალით და პირამიდით, მთავარი მასონური ნიშნებით, მოკლე ხანში, ჩვენს გაბრწყინებამდე აღარ იარსებებდა!
ამ მითში რაღაც იდო ,,დედა-დედოფლის’’ ბავშვური გულჩვილობიდან. ალბათ პატარაობისას სულ ,,აიწონა-დაიწონას” თამაშობდა. ფიცრის ერთ მხარეს, თვითონ რომ იჯდა – ,,გაბრწყინებული” საქართველოა, ხოლო მეორეს, ბულკს რომ არ აძლევდა, ის ცუდი ბიჭი – ,,დაძირული ინგლისი”. გინდა არ გინდა, შენ რომ აიწევი, სხვა დაიწევა და ქვესკნელში ჩავარდება. ასეთია გულჩვილი ინფანტილიზმის უწყინარი მითები.
,,ფარაონშა-დედოფალი’’ გულის ძგერით ტელევიზორს რთავდა და სადო-მაზოხისტური აღელვებით ამერიკულ ტაიფუნებს, ტორნადოებსა თუ წყალდიდობებს ადევნებდა თვალს. გულს იაპონური ცუნამიც ძლიერ უამებდა. განსაკუთრებით სასიხარულო საცქერი, უკანასკნელ დროს გახშირებული ფილიპინურ-ტაილანდური ტექტონური მიწისძვრები გახლდათ! 100 ათასობით გვამი, ათასობით ატირებული დედა და ბავშვი მისთვის არაფერს ნიშნავდა. უბრალოდ, ამგვარი მკვდრები არ მისდევდნენ ,,მართალ” რწმენას, მარხვასაც არ იცავდნენ და ამიტომ თავისი ცოდვებისადა გამო ისჯებოდნენ. ასე სადად და გასაგებად ჟღერდა ღვთიური პასუხი ,,უგუნურებისადმი”, ამრიგად სწამდათ რკინისებრ ,,მართლებს”. ,,Туда им и дорога”-ო,– ჭეშმარიტად მონარქის სიმშვიდით აღნიშნავდა ბაბილონელი ლედი. ამგვარი იავნანა, რომელსაც ალბათ მშობელი უგალობდა პაწია დედა-დედოფალს დაძინებისას, აშკარად რუსული ხალხური ზღაპრებიდან გახლდათ ნასესხები.
ზ.ო.
წიგნი „ნიუ- ბაბილონელი მეთოჯინეები„ ერთადერთი ნაწარმოებია,რომელიც მაკვირვებს თავისი სიმართლითა და გაბედულებით!ავტორს ჩემი პატივისცემა!
დიდი მადლობა!
,,ასე იწრთობოდა” სიმართლე- არაჩბეულებრივია როგორც ყოველთვის <3
თუ დაიჯერებთ, სრული სიმართლეა 🙂
Arachveulebrivi portreti “morcmune
Patriotisa”
მადლობა, ნატა 🙂
batono zura bravooooooooooo
გმადლობთ!
icit ra erti shenishvna makvs axali ambebi qveynis shignit tu garet rom daamushavot da blogis saxit rom gadmocet kargi ikeba ifiqron amaze tavisufalma avtorebma madlobt!!!!
icit ra erti shenishvna makvs axali ambebi qveynis shignit tu garet rom daamushavot da blogis saxit rom gadmocet kargi ikeba ifiqron amaze tavisufalma avtorebma madlobt!!!!
Arachveulebrivi portreti “morcmune da patrioti” adamianis.
🙂
ბრავო! ძალიან მაგარია. დიდი მადლობა, ზურა.
🙂
გავა დრო და ეპოქის ნიშნებსა და სახეს მომავალი თაობები ამდაგვარი პირუთვნელი მონათხრობებიდან თუ აღადგენენ.გროტესკი გროტესკად იყოს… მაგრამ დავბნელდით.
კი, მაგრად
DZALIAN GRMAD TAN DZALIAN
GRMA CHAOBSHI VART !111
ARA BATONO ZURA RAS ITKVIT TKVEN???
ვართ, ვართ! 🙂
UMAGRESI SAITIA
meti blogebi ra gtxovt meti da meti ambebi da b cloggersac droze tu chartavt gamixardeba friad
kai blogia dzaan
livejournnalshic rom dacerot ar gindat batono zura???
kargi ra davighale uve saiti cota amushavdes da meti blogebi daidos mivmartav saitis mesveurebs
kargi blogia dzaan
ჩემი პატივისცემა ავტორს! მე მაქვს პატივი სახლში მქონდეს იმპერიის ორსულობაც და მეთოჯინეებიც…სულ ვეძებ ავტორის სხვა ტექსტებსაც. ძლივს სინათლე დავინახე თანამედროვე ქართულ მწერლობაში. მადლობა ბატონო ზურა!
Comments are closed.